იდეა გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს მოვაწყოთ სკანდინავიური ფილმების საღამოები. ამისათვის ვაპირებთ დავიქირაოთ სხვადასხვა ზომის კინოდარბაზები. ვისაც სურვილი გაქვთ , შემოგვიერთდით.
წინასწარ დავდებ ხოლმე აფიშას რა ფილმის ყურებას ვაპირებთ და სად.
Thursday, 26 January 2012
სკანდინავიური ფილმების საღამოები
Posted by ქეთი 0 comments Links to this post
Wednesday, 7 December 2011
სიყვარულით შვედეთიდან
გეპატიჟებით
თბილისის 12–ე საერთაშორისო კინოფესტივალის( 6–11 დეკემბერი) – შვედური ფილმების პროგრამაზე.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ცხრა შვედური ფილმი, როგორც ცნობილი რეჟისორების ( ბუ ვიდერბერის, იან ტროელის, როი ანდერსონის, ლივ ულმანის), ასევე რამდენიმე დამწყები რეჟისორების უახლესი ფილმები.
- გოგონაფრედრიკ ედფელდტი , შვედეთი , 2009
- ერთი სიყვარულის ისტორიაროი ანდერსონი , შვედეთი , 1970
- მარადიული წამებიიან ტროელი , შვედეთი-დანია-ნორვეგია-ფინეთი-გერმანია , 2008
- მოღალატეებილივ ულმანი , შვედეთი-იტალია-გერმანია-ფინეთი-ნორვეგია , 2000
- ნაძალადევადრუბენ იოსტლუნდი , შვედეთი , 2008
- სილამაზისა და ვნების დრობუ ვიდერბერი , დანია-შვედეთი-დიდი ბრიტანეთი , 1995
- წყეული ომოლილუკას მუდისონი , შვედეთი-დანია , 1998
- ხმაურის ხმაულე სიმონსონი, იუჰანეს სტერნე ნილსონი , შვედეთი-საფრანგეთი , 2010
პროგრამა შვედეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით მომზადდა.
ბილეთის ფასი: 3ლარი
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ– ფესტივალის პროგრამა
Posted by ქეთი 0 comments Links to this post
Tuesday, 26 July 2011
ფოტორეპორტაჟი ოსლოს აქციიდან
დღეს ნორვეგიის დროით საღამოს 18 საათზე – 200 000ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ოსლოს ცენტრში თავისი მწუხარების გამოსახატავად და დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. მეც მათ შორის გახლდით და სრულიად ვიზიარებ ნორვეგიელი ხალხის მწუხარებას.
Posted by ქეთი 2 comments Links to this post
Saturday, 23 July 2011
ნორვეგიის ტრაგედია
გარდაცვლილია 91 და დაშავებულია ასობით ადამიანი– ოსლოში მომხდარი გუშინდელი ტერაქტების შედეგად.
პირველი აფეთქება მთავრობის სახლთან მოხდა და თავდასხმა პრემიერ მინისტრ იენს სტოლტენბერგზე განხორციელდა. აფეთქებისას იგი ოფისში არ იმყოფებოდა.
პოლიციიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მთავრობის სახლთან ახლოს მდგარ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.
აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 7 და დაშავდა ასობით ადამიანი. დაზიანდა რამდენიმე შენობა , მათ შორის –ნორვეგიის ერთერთი დიდი გაზეთის VG-ს.
თვითმხილველების ინფორმაციით ცეცხლის გახსნის შემდეგ– ზოგმა ტყეს შეაფარა თავი, ზოგმაც წყალში ჩახტომით სცადა გაქცევა, მაგრამ –პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა არც ისინი არ დაინდო.
ორივე ტერაქტში ეჭვმიტანილი –ვინმე Anders Behring Breivik გუშინ ღამევე დააკავეს. ეს გახლავთ მისი Facebook-ის გვერდის PDF ვერსია. ამ გვერდის მიხედვით იგი ქრისტიანი და პოლიტიკურად –კონსერვატიორი. 17 ივლისის ტვიტერის მესიჯად უწერია: "One person with a belief is equal to the force of 100 000 who have only interests." მედიის ცნობით მას კავშირი ჰქონდა მემარჯვენე ექსტრემისტებთან , თუმცა ჯერჯერობით ტერაქტების მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
![]() |
| Anders Behring Breivik |
რაც შემეხება მე: შუადღეზე საყიდლებზე გასვლა გადავწყვიტე. სწორედ იმ ადგილებში გასვლას ვგეგმავდი , სადაც აფეთქება მოხდა, მაგრამ რადგანაც წვიმდა – ჯერ დახურული შოფინგ მოლისკენ გავსწიე. ზუსტად მეტროდან ამოვედი , როცა აფეთქების ხმა გავიგე, მაგრამ რადგან წვიმდა და მოღრუბლული იყო , რატომღაც ჭექა–ქუხილი მეგონა. ცოტახანში ყველა მაღაზია დაიკეტა და გარეთ გამოვედი. გარეთ არეულობა იყო , შეშინებულ სახეებს ვხედავდი. მთავარი ქუჩა პოლიციას გადაეკეტა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდა. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში რომ დავბრუნდი– მაშინღა გავარკვიე რაც მოხდა. აქ ჩემს გარდა კიდევ 12 ქართველია და 550 მდე უცხოელი სტუდენტი. ჩემი ინფორმაციით არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა ტერაქტების დროს.
რათქმმაუნდა ყველასათვს თავზარდამცემი ამბავი მოხდა და უმრავლესობა პანიკაში ჩავარდა. საზაფხულო სკოლის რექტორმა შეგვკრიბა და ყველა სიმშვიდისკენ მოგვიწოდა.
ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ტრაგედია და ის ფაქტიც, რომ ამ ყველაფერს აქ შევესწარი.
Posted by ქეთი 2 comments Links to this post




















