Monday, 18 April 2011

ნორვეგიული თევზი


როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნებისთვის- ნორვეგიისთვისაც ერთერთი ყველაზე საამაყო და უპირველესი საჭმელი- თევზია . თევზით აკეთებენ ყველაფერს- იქნება ეს სალათა, ცხელი კერძი, ცივი კერძი თუ უბრალო სუფი. ეს ცოტა აშინებს ადამიანს - განსაკუთრებით კი თევზეულობის და ზღვის პროდუქტების არ მოყვარულს , მაგრამ დამიჯერეთ - სულაც არ არის ისე როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არ ვიცი ნორვეგიულ თევზსს სხვანაერი გემო აქვს თუ ეს უბრალოდ ჰაერის ბრალია, მაგრამ ნორვეგიულ მიწაზე,ნორვეგიელის მიერ მომზადებულ თევზის კერძსს მართლა არაფერი სჯობს.
ყველაზე გავრცელებული თევზის სახეობებია : ვირთევზა, კალმახი და ორაგული.

ნორვეგიაში არ არსებობს მაღაზია სადაც თევზის ეს სახეობები არ მოიპოვება. თითქმის ყველა დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია თევზის კერძი.
ნორვეგია ექსპორტს აკეთებს 300მდე სახეობის თევზის და ზღვის პროდუქტების მსოფლიოს 150ზე მეტ ქვეყანაში

იმაში რომ ნორვეგიის უმნიშვნელოვანეს რესურს თევზი წარმოადგენს
ადვილად დარწმუნდებით თუ გაიგებთ რომ
”კარგითევზის TV”-ც არსებობს, ამ ინტერნეტ გვერდიდან შეგიძლიათ სხვადასხვა თევზის კერძის მომზადებასაც უყუროთ და ისწავლოთ :)
გავრცელებულია აგრეთვე თევზის გამოყვანა- ეს ტრადიციულია ნორვეგიელებისთვის და ზამთრის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის გამოყვანილ თევზს მიირთმევენ რომელსაც ნორვეგიულად lutefisk- ჰქვია.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნორვეგიელები მთელი წლის განმავლობაში უფრო მეტად გამოყვანილ ვირთევზას მიირთმევენ ვიდრე მას ჩვეულებრივ მდგომარეობაში.
აღსანიშნავია ისიც რომ -ნორვეგიელები ბუნების მოყვარული ხალხია და ხშირად გადიან ბუნებაში. როგორც ჩვენ მწვადის შეწვა -ისე უყვართ მათ თევზის შეწვა და ამას თითქმის ყოველ ვიკენდზე აკეთებენ.
თევზის მოყვარული ნორვეგიელების საყვარელი გამონათქვამია - ჭამე თევზი და იყავი ჯანმრთელი - და ამ გამოთქმას სრულიად ეთანხმებიან ექიმები. თევზი სასარგებლოა ტვინისთვის,ძვლებისთვის და მხედველობისთვის, ასე რომ ის ფაქტი რომ ნორვეგილებეის საშუალო კვდომადობის ასაკი 90წელს აღწევს -შეიძლება თევზის დამსახურებაც არის.

p.s.გემო რომელიც არასოდეს დამავიწყდება ☟


5 Comments:

Summer said...

ეგ წითელი თევზი ჰო სიომგაა ? :) ძალიან მიყვარს სიომგა

ქეთი said...

კი ეგ არის, ძალიან გემრიელია :)

Lord Vader said...

უგემრიელესი. :)
დილით, შუადღეზე და საღამოს მივირთმევდით :)

Dissolved Girl said...

ვირთევზა მილიონჯერ აქვს ნახსენები ასტრიდ ლინდგრენს თავის წიგნებში :) არ მიყვარს თევზი, მაგრამ სკანდინავიაში თუ მოვხვდები პირობას ვდებ, რომ კილოობით შევჭამ :))

levart said...

ძააან მადის აღმძვრელად გამოიყურება.
მიყვარს თევზეულობა.