რუბრიკა - მოწვეული სტუმრები
სულ ცოტახნის წინ შვედეთში მცოვრებ ჩვენს თანამებლოგეს ვთხოვე ჩემი ბლოგის პირველი მოწვეული სტუმარი გამხდარიყო, მანაც არ დაიშურა თავისი ძალები და ძალიან სასარგებლო პოსტი გამოაცხო სკანდინავიის მოყვარულთათვის.(რისთვისაც რათქმაუნდა დიდ მადლობას ვუხდი მას)
ასე რომ მიიღეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა -თუ როგორ მოვხვდეთ შვედეთში სასწავლებლად:
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მიხარია ამ მშვენიერ ბლოგზე მიწვეული სტუმარის როლში ყოფნა. ეს არის პირველი შემთხვევა ჩემთვის და სიმართლე რომ გითხრათ ცოტას ვნერვულობ კიდეც ამ პოსტის წერისას :)
წინა პოსტში ბლოგის ავტორი წერდა თუ სად შეიძლება ადამიანმა შეისწავლოს შვედური და ნორვეგიული ენები. როგორც ლოგიკური გაგრძლება ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ თუ როგორ შეიძლება მსურველი მოეწყოს შვედეთის რომელიმე სასურველ უნივერსიტეტში.
როგორ ავირჩიოთ უნივერსიტეტი და პროგრამა? არსებობს ორი გზა. 1 ვირჩევთ უნივერსიტეტს და მერე მერე ვეძებთ სასურველ კურს თუ პროგრამას. უნივერსიტეტი შეგიძიათ შეარჩიოთ ამ გვერდზე. მეორე ვარიანტია პირდაპირ სასურველი პროგრამისა თუ კურსის ძებნა www.studera.se - ზე. რა გზაც არ უნდა აირჩიოთ ბოლოს მაინც www.studera.se -მდე მიხვალთ რადგან მხოლოდ ამ სიტის მეშვეობით ხდება აპლიკაცია.
საიდან ვიწყებთ? 1. ვრეგისტრირდებით საიტზე www.studera.se გაითვალისწინეთ, რომ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ინგლისური ენის სერტიფიკატი-TOEFL ან კემბრიჯის პირველი სერტიფიკატი, ყველაზე დაბალი C დონე თუ თქვენ გსურთ შვედურ ენაზე სწავლა მაშინ საჭიროა შვედური ენის სერტიფიკატი Tisus ). 2. ვირჩევთ სასურველ პროგრამებსა და კურსებს, სულ 5 შეგიძლიათ აირჩიოთ და ვაგზავნით აპლიკაციას. უცხო ენის სერტიფიკატთან ერთად თქვენ დაგჭირდებად სხვა საბუთებიც, რომელთა ჩამონათვალიც შეგიძლიათ ნახოთ აქ . ინგლისურად ნათარგმნ საბუთებს აგზავნით მითითებულ მისამართზე და ელოდებით პასუხს. დრო და დრო აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი პროფილი www.studera.se - ზე, რადგან შეიძლება შეცდომით შეიტანონ მონაცემები.
დადებითი პასუხის შემთვევაში: მიიღებთ მოწვევას უნივერსიტეტიდან და შემდეგ უკვე საქმე გექნებათ საემიგრაციო ოფისთან და საელჩოსთან.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში: გირჩევთ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტს სადაც გააგზავნეთ თქვენი საბუთები და იკითხოთ რაა უარის მიზეზი.
ყველას წარმატებას ვუსურვებ :)



18 Comments:
auuuuu, ქეთი, მასე რომ არ მინდოდა ყოფილიყო?
რა ვქნა როგორ შევცვალო ? იმიტომ რომ ბმულები ჩანს მე კიდე ეგ ბმულები ცალკეულ სიტყვებზე დავსვი :(
რა ვქნააათ?
aa mivxvdi chavascoreb
:)
ასე ბევრად უკეთესია :)
მშვენიერი პოსტია, ჩავაბარებ ტოეფელს და თავიდან გადავიკითხავ :)
კი კი!
მე ხომ მოვხვდი უნიერში, შენც მოხვდები თუ მოინდომებ :)
რა მაგარია!!! და საერთოდ მაგარ ბლოგს მივაგენი!
აიი იმდენი კითხვა და სურვილი დამიგროვდა ამ პოსტის და საერთოდ, ამ ბლოგის წაკითხვის მერე (განსკუთრებულად ალბათ მაინც სკანდინავიური ქვეყნების სიყვარული რო იგრძნობა ყველა სიტყვაში იმან იმოქმედა) მოკლედ, შვედეთში და ნორვეგიაში სწავლაზე მეც გამიგია.. მარა არ მაქ სრული ინფორმაცია.. პრობლემა ისაა, რო ჯერ არ ვრ სტუდენტი, წელს ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები.. მარა, სიმართლე რო ვთქვა, ასი თავით მირჩევნია ამ ორი ქვეყნიდან რომელიმეში სწავლა.. ხოდა მოწვეული ბლოგერი კი ვიცი რო შევედეთში სწავლობს დიდი ხანია, ბლოგსაც ვსტუმრობ ხოლმე, და ისსე მინდა რო რომელიმე თქვენგან გემრიელად დაველაპარაკო რა შეილება გავაკეთო მე მანდ მოსახვედრად , რა არი საჭირო (გარდა უკვე დაწერილისა) ანუ თქვენ რა გააკეთეთ მანდ მოსახვედრად და აიიი თავს არ დავზოგავ, ოღონდ მართლა მომეცეს შანსი მანდ სწავლისა..
ხო, ბოლოს არ შემიძლია SIGUR ROSS-ზე არ დავწერო :) ახლაც მაგათ ვუსმენ, და საერთოდ, პირდაღებული მივშტერებივარ ხოლმე ისლანდიიის ფოტოებს.. აუუუ რო იცოდეთ ახლა სხვა რამეზე როგორ ვეღარ ვფოქრობ.. რამე მიშველეთ რა!
qristine
ვაჰ ძალიან მიხარია რომ ასეთი დაინტერესებული ხარ : ) რაშიც შემიძლია დაგეხმარები და მიგასწავლი
ეს პოსტი წაიკითხე უკვე
http://www.scandinavia.ge/2009/06/blog-post_24.html - ?
spacecrusader
:)!
მთელი დღეა პასუხს ველოდები :D აუ აი უბრალოდ დაინეტერსებული ძალიან დაინტერსებული ვარ.. ეგ პოსტი წავიკითხე, და დიიდი მადლობა ამ პოსტისთვის.. აქ ცსბ-ში ვაპირებ სწავლას ხოდა არც კი ვიცი აქ სწავლის ფულის გადახდა ღირს? იქნებ მანდ უკეთესია :) და ვიცი რო უკეთესია.. მოკლედ რისი საშუალებაც მექნება მინდა რო გელაპრაკო აი ყველა წვრილმანზე :)
მთელი დღეა პასუხს ველოდები :D აუ აი უბრალოდ დაინეტერსებული ძალიან დაინტერსებული ვარ.. ეგ პოსტი წავიკითხე, და დიიდი მადლობა ამ პოსტისთვის.. აქ ცსბ-ში ვაპირებ სწავლას ხოდა არც კი ვიცი აქ სწავლის ფულის გადახდა ღირს? იქნებ მანდ უკეთესია :) და ვიცი რო უკეთესია.. მოკლედ რისი საშუალებაც მექნება მინდა რო გელაპრაკო აი ყველა წვრილმანზე :)
qristine
gaixare@hotmail.com
-აქ დამეკონტაქტე და ვეცდები რაც ვიცი გადმოგცე : ))
მე და ჩემი ქმარი ვაპირებთ მაგისტრატურისთვის სასწავლებლად შვედეთში წასვლას.
მაგრამ ორივეს ერთ ქალაქში როგორ გამიგვუვა არ ვიცი:) მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ :)
შენც დაგეკონტაქტები ხოლმე მეილზე, თუ რამე ძალიან გამიჭირდა ან ინფო ან რჩევა დამჭირდა :)
qristine - არაა საჭირო მან იყო სტუდენტი. www.studera.nu - ზე დარეგისტრირდი ბაკალავრის კურსებზე. ატესტატი უნდა იყოს გადათარგმნილი, ინგლისურის გამოცდა დაგჭირდება. რაც უფრო კარგი ნიშნები გქვას უკეთესია.
ანუკ- უადვილესია. პროგრამის შერჩევისას ერთი უნივერსიტეტი აირჩიეთ, ან ერთ ქალაქში მდებარე უნივერსიტეტები. ერთიდაიგივე უნივერსიტეტში კი რამოდენიმე ერთმანეთის მსგავს პროგრამებზე გააგზავნეთ აპლიკაცია.
მე და კოტეს გვინდა შევიტანოთ საბუთები რომელიმე უნივერსიტეტში. ოღონდ ორივეს თჲ მიგვიღებენ ერთად არ ვიცი და თანაც სწავალა უფასოა ხო?
მე სწავლის საფასურის გადახდის პრობლემა მაქვს. არადა მაგრად მინდა სადმე უცხოეთში მაგისტრატურის გავლა :(
და რა მაინტერესებს იცით? აი ვთქვათ არ მინდა შვედურის სწავლა და ინგლისურად მინდა მაგისტრატურა, MBA, ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო? იგივე საიტზე უნდა დავრეგისტრირდე? სწავლა ფასიანია თუ უფასო? წინასწარ მადლობა პასუხისთვის :)
აუაუ :(:( არის ვინმე? =D
აქ რაც წერია შვედური ენის შემსწავლელთათვის არ წერია, ესაა ზოგადად შვეეტში სწავლაზე სტატია, ანუ შესაბამისად იგივე პროცედურები უნდა გაიარო. ფასს რაც შეეხება გააჩნია სად ჩააბარებ და მეორეც ჩვენნაერი ქვეყნებისთვის - სპეციალური შეღავათებია დაწესებული. მითითებულია ყველა უნივერსიტეტის გვერდზე.
Sweet Baby Girl - რა მნიშვნელობა აქვს ორივე ერთად თუ ცალკცალკე. საბუთები ვისაც წესრიგში ექნება იმას მიიღებენ.
სწავლა უფასოა მაგრამ ცხოვრების ხარჯებია ძალიან ძვირი, ეს გაითვალისწინნეთ ბინის ქირაობა, საჭმელი და წიგნები.
Post a Comment