Thursday, 17 December 2009

det er så fint!

”რა კარგია” - ასე ითქრგმნება ეს ფრაზა ნორვეგიულიდან ქართულად.
რა არის კარგი?- კარგი არის სილაღე, მეგობრობა, გართობა და ნორვეგია. ესაა ამ სიმღერის შექმნის მთავარი მოტივაცია, რომელიც Bergen-ის საზაფხულო სკოლაში ყოფნისას მე და ერთ გერმანელ თანაკურსელს შემოგვეწერა.

ყველაფერი კარგი სპონტანურად ხდება :)

ვისხედით აივანზე და ვაჩხაკუნებდით გიტარას ,
მერე ერთიორი ფრაზა დავწერეთ , გაუთავებლად ვიმეორებდით მელოდიას და ნელნელა ახალი სიტყვები და ფრაზები მოდიოდა. საბოლოოდ სხვა ბავშვებიც დავიხმარეთ ტექსტზე და საზაფხულო სკოლის ჰიმნად გადავაქციეთ .
ტექსტი დავბეჭდეთ, გავავრცელეთ და ბოლო დასამშვიდობებელ საღამოზე შევასრულეთ.

ესეც ჩვენ

ესეც აპლოდისმენტები

და ესეც ვიდეო


კარგი მოგონებაა უდაოდ :)