სკანდინავიის ქვეყნებს ტურისტებისთვის უამრავი რამ აქვთ შესათავაზებელი- გარდა განსხვავებული კულტურისა თუ წინაპარი ვიკინგებისა , სკანდინავია განსაკუთრებული ბუნებით გამოირჩევა. თუმცა ბუნებაში არ იგულისხმება მხოლოდ მთები, ტყეები და ტბები, არამედ ის ბუნებრივი ფენომენები, რომლებიც სკანდინავიას -დანარჩენი ქვეყნებისგან გამოარჩევს და ერთიორად მიმზიდველსა და უნიკალურს ხდის.
გაგაცნობთ სამ მათგანს :
1. ჩრდილოეთის ციალი (Aurora Borealis)


Tromsø, Norway -შუაღამე
3.პოლარული ღამეები
პოლარულმა ღამეებმა ჩრდილოეთ სკანდინავიაში შეიძლება 2-3 თვე გასტანოს. ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში მზე არ ჩანს 1,500 საათის განმავლობაში. ეს მშვენიერი პერიოდია -ჩრდილოეთის ციალის დასანახად.
Tromsø, Norway -შუადღე
სპეციალურად ავარჩიე ფოტოებისთვის ნორვეგიის ქალაქი თრომსო, სადაც როგორც ხედავთ სამივე ფენომენი გვხდება. ამ ქალაქზე დაწერდა კაცი ერთ დიდ პოსტს. ძალიან მინდა თრომსოში მოხვედრა.
ვისაც ჯერ კიდევ არ გაგჩენიათ სკანდინავიის ნახვის სურვილი, იმედია ამ პოსტით გაგიჩნდათ, რადგან სხვაგან ნაკლებად გაქვთ შანსი მსგავსი ბუნებრივი უნიკალურობით და სილამაზით დატკბეთ!



6 Comments:
რა კარგი პოსტიაა! ცუდია რომ იშვიათად წერ!
ახლა უკვე თრომსოც ჩადგა ჩემი საოცნებო ქალაქების სიაში!
ეგრე არა მაგრამ მე სადაც ვიყავი ჰა-ჰა 4 საათი იღო დღის სინათლე ისიც სულ მოღრუბლული იყო და მზე არ ჩანდა... ძალიან დეპრესიულია. განსაკუთრებით სამხრეთელი ადამიანისთვის...
სამაგიეროდ ელი აქვთ კარგი. აკვავიტი. და ქალები ყავთ ისეთი რომ იქედან წამოსვლა არ მოგინდება.
როდრიგო
გაიხარე. ხო რაღაც პასიურობის ხანა მქონდა, ისევ მოვიმართები ამიერიდან, იმედი მაქვს.
Lord Vader
ეგ რომელ ქალაქზეა საუბარი? სად იყავი?
კი გეთანხმები -ცოტა სინათლე -დეპრესიის გამომწვევი მთავარი მიზეზია
ტრონდჰეიმში ანუ ტრონდიემში.
უბრალოდ მე ქართულ ზამთარს ვარ მიჩვეული მზე როა და 10 გრადუსი :)
მაინცადამაინც არც ყინვა და თოვლი მიყვარს არადა ამ სკანდინავიაში ზამთარში ვარ ყველგან - ნორვეგიაშიც, დანიაშიც და ფინეთშიც. თუმცა სკანდინავიური ზამთარი ერთხელ კი უნდა ნახოს ადამიანმა.
იქნებ შვედეთში მაინც მოვხვდე ზაფხულში :)
მე მყავდა ჯგუფელი თრომსოდან.
ყველაზე მაგარი სტუდენტი იყო, 1 ადგილზეც გავიდა.
მოხსენებას რომ აკეთებდა, მბურძგლავდა, ისეთი მაგარი იყო.
მთელი წელი ნებისყოფით ეჯდა კომპიუტერს და არც რაიმე ფართის ან ბარში გასვლას "მაზავდა".
რომ თქვა, რომელი ქალაქიდან იყო და რა პირობებში იყო შეჩვეული საკუთარი თავის მობილიზებას, მივხვდი, რატომ იყო ასეთი მაგარი.
აბა ჩვენ, სამხრეთელები, ნახევარი წელი მოვუნდით გერმანულ წვიმასა და უმზეობასთან შეგუებას და უაზრო პროტესტში დავხარჯეთ თვეები. ამინდის ყველა გაფუჭება დიდი ხნით გვიკარგავდა ყველაფრის ხალისს :D
საინტერესოა!
წარმოსახვა ჩნდება და ნანახს უტოლდება...
გარემო, ხასითი,
ამინდი და განწყობა...
შემოქმედებითია...
შემოვივლი...
Post a Comment