დიდი ხანია მსურდა ცნობილ ნორვეგიელ მწერალზე - ”სიყვარულის ქალღმერთ” დაგნი იუელიზე დაწერა. ჩემდა გასაკვირად და გასახარად დაგნიზე ინფორმაციის შეგროვება რომ დავიწყე ქართულ ბლოგებზე ბევრ საინტერესო სტატიას წავაწყდი. ამიტომ არ ჩავთვალე საჭიროდ ახალი სტატიის დაწერა. მე მოკლე პოსტს გთავაზობთ და იმედი მაქვს დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად წაიკითხავთ დაგნიზე ვრცელ სტატიებს (ბმული იხილეთ პოსტის ბოლოს)
დაგნი იუელი პოლონელი მწერლის სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე იყო და სახელი გაითქვა არა თავისი შემოქმედებით, რამდენადაც საინტერესო ცხოვრებით. იგი გახლდათ მრავალი შემოქმედის შთაგონების წყარო და მუზა. მათ შორის ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის, რომლის ტილოების უმრავლესობაზეც, სწორედ, დაგნი იუელია გამოსახული.
”დაგნი ბოჰემური ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, უყვარდა სმა და დროსტარება. იცვამდა ექსტრავაგანტულად, ყველასგან განსხვავებულად, თუმცა ელეგანტურად და მოხდენილად. ღიმილში კი, ისეთი უცნაური სითბო ჰქონდა გამომწყვდეული, რომ ერთიანად ატყვევებდა ირგვლივ ყველას.” სამოვარი
დაგნის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული აქვს ,იგი 1901 წლის 5 ივნისს თბილისის „ გრანდ ოტელის“ერთ-ერთ ოთახში მოკლეს.
”თბილისს არც უცხოელი სტუმრები უკვირდა და არც მკვლელობები, მაგრამ ამ შემთხვევამ ყველა ააფორიაქა – მოკლული ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ქალი იყო, რომელზეც ვეროპაში ლეგენდებს ჰყვებოდნენ. მკვლელი, ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის ვაჟი, 25 წლის ვლადისლავ ემერიკი იყო. ეს მან დაპატიჟა დაგნი და მისი მეუღლე კავკასიაში სამოგზაუროდ, მაგრამ სტანისლავ პშიბიშევსკი, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე დაგნის სიყვარულის გამო ცოლ-შვილი მიატოვა, ახლა ერთდროულად ორი ქალით იყო გატაცებული და ბოლო მომენტში გადაიფიქრა კავკასიაში გამომგზავრება, დაჰპირდა, რომ მოგვიანებით შემოუერთდებოდათ. პოლონელ მწერალს საბედისწეროდ დააგვიანდა. და ახლა, თბილისური სასტუმროს ერთ ნომერში, რომელიც პატარა მდინარეს გადაჰყურებდა, იწვა ქალი, რომლის სახელი ევროპაში ხელოვნებასთან და ბოჰემურ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა. ”ბურუსი

იგი თბილისში კუკიის სასაფლაოზეა დაკრძალული. ”მისი მკვლელი ვლადისლავ ემერიკი წერდა : „ ის არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს , რადგან იყო ზედმეტად ნაზი და ჰაეროვანი სიმისოდ , რომ ვინმეს ამოეცნო მისი ნამდვილი ბუნება“ ლაშა ქავთარაძე
დაგნის შემოქმედებასა და ცხოვრების დაწვრილებით გასაცნობად იხილეთ სტატიები:
სიყვარულის ქალღმერთი- დაგნი იუველი
ტფილისის “გრანდ ოტელის” საიდუმლო
ნორვეგიელი მწერალი ქალი , რომელიც თბილისში მოკლეს



1 Comment:
არ ვიცოდი ამ ქალზე :)
Post a Comment