Tuesday, 20 July 2010

Preikestolen ანუ ”მქადაგებლის კათედრა”

                                                                                                                               ავტორი - სალომე
ნორვეგიულად Preikestolen ,ინგლისურად კი Preacher’s Pulpit ,ანუ დაახლოებითი თარგმანი ”მქადაგებლის კათედრა”. 604 მეტრიანი კლდე რომელისკენაც  2 საათი მივემართებოდით, არ დაიკარგებით, ეს ნორვეგიაა და ყველაგან მაჩვენებლები აყენია.
მივდიოდი და ვფიქრობდი ”როდის გამოჩნდება ინტერნეტიდან და ბუკლეტებიდა ნაცნობი ”კათედრა””? სანახაობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ ოდესმე თავის მოკვლას თუ გადავწყვეტ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ამის გაკეთება ღირს. მოკლედ ვიქნები ბანალური და გეტყვით რომ არნახული გრძნობაა იქ აღმოჩენა და სულაც არ მიკვირს რომ ის ნოვეგიელების ერთერთი საამაყო ადგილია და გადაჭედილია ტურისტებით. 
 მისასვლელი გზა (3.8კმ -ერთი მიმართულებით) არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით სჩანს, იმის გამო რომ აღმართების და დაღმართების გადალახვა გიწევს  -ხშირად შეხვდებით შეღონებული სახეებით მომავალ ქალბატონ-გოგონებს და მამაკაც-ბიჭებსაც კი, (აქვე ვიტრაბახებ და დავსძენ რომ ჩემმა მეუღლემ გმირული საქციელი ჩაიდინა და ე.წ. ”კენგურუთი” ჩვენი ერთი წლის ელენე, რომელიც 12 კგ-ს იწონის აიყვანა და ჩამოიყვანა, დამიჯერეთ ესარც ისე ადვილია )
ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს, უბრალოდ თუ როდესმე სტავანგერთან ახლოს მოხვდებით აუცილებლად ეწვიეთ  Preikestolen- ს, თან იქონიეთ ერთი ბოთლი წყალი, იმიტომ რომ მეტი არ დაგჭირდებათ, გზად მდინერეებია, რომელთა წყალიც ისმება. აუცილებლად წაიღეთ საცურაო კოსტიუმი, იმიტომ რომ გზად პატარა ტბა შეგხვდებათ და შეგიძლიათ გაგრილდეთ და თან ახალი ენერგიით დაიმუხტოთ.
და ბოლოს როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწევთ მე გამიხსენეთ.
ოფიციალური საიტი ”preikestolen"-ის დალაშქვრის მსურველთათვის http://www.preikestolencamping.com/


2 Comments:

gaum said...

ძალინ მაგარი ადგილია ...
ტავის მოკვლის რა მოგახსენო, მაგრამ იქ რამოდენიმე დღე მარტო კი გაჩერდებოდა კაცი ... საოცარი ადგილია :)

Tifani said...

თავის მოკვლას არ ვაპირებ:)))
რამდენიმე დღე გაჩერებაც შეიძლება,ტბასთნ ახლოს ძალიან კარგი საკარვე ადგილებია. თუმცა სეზონი უნდა შეარჩიოთ წვიმამ რომ არ შეაწუხოთ.