Wednesday, 17 November 2010

ისლანდიური ენის დღე

16 ნოემბერს ისლანდიური ენის დღე გახლდათ,რომელსაც აგერ უკვე ბოლო 15 წელია აღნიშავენ ისლანდიელები. ეს დღე ისლანდიელი პოეტის და მწერლის Jónas Hallgrímsson – დაბადების თარიღია და სწორედ მის პატივსაცემად იქნა არჩეული ეროვნულ დღესასწაულად.
რათქმაუნდა ამ დღესთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოს სკოლებში– იქაც უამრავი ზეიმი და კონცერტი იმართება. ბავშვები ჰყვებიან ლექსებს დედაენაზე ხოლო ისლანდიის პრეზიდენტი კი აჯილდოვებს იმას , ვინც წვლილი შეიტანა ისლანდიური ენის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
არ ვიცი მთელ მსოფლიოში როგორაა საქმე , მაგრამ საქართველოში კი ნამდვილად შევხვედრილვარ რამდენიმე ადამიანს , რომლელსაც ისლანდიური ენის შესწავლის სურვილი გამოუთქვამს. რადგანაც საქართველოში ისლანდიურის მასწავლებელი ნამდვილად არ მეგულება– შემოგთავაზებთ საიტს, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლება ენის ონლაინ შემსწავლელ კურსებს შორის
http://icelandiconline.is/


აქვე მცირე ინფორმაცია სკანდინავიური ენების შესახებ :
ენებს, რომლებზეც სკანდინავიაში საუბრობენ - ჩრდილო გერმანიკული ენები (გერმანიკულ ენათა ჯგუფი) ჰქვიათ. მასში შედის დანიური, შვედური, ნორვეგიული, ისლანდიური და ფარერული. ეს ენების ჯგუფი თავისმხრივ ორ ნაწილად იყოფა 
  • დასავლეთ სკანდინავიური : დანიური ენა, შვედური ენა, გოტლანდური ენა;
  • აღმოსავლეთ სკანდინავიური : ფარერული ენა, ისლანდიური ენა, ნორვეგიული ენა
ნორვეგიული, დანიური და შვედური საკმაოდ გვანან ერთმანეთს. ამ ენებზე მოსაუბრეებს შეუძლიათ კიდეც ელაპარაკონ ერთმანეთს და გაუგონ. ასევე შეუძლიათ ერთმანეთის ენაზე წიგნების და გაზეთების კითხვა . თუმცაღა ამ სამი ენიდან - ყველაზე შუალედური მაინც ნორვეგიულია , ანუ ნორვეგიელებს უფრო მეტად შეუძლიათ დანიურის და შვედურის გაგება , ვიდრე შვედებს და დანიელებს ერთმანეთის.
ისლანდიური ენის გაგება - უფრო ძნელია. ისლანდიური იმ ენას გავს რომელზეც ჩრდილოეთის ხალხები მრავალი წლების წინ საუბრობდნენ. ისლანდიელებმა გადაწყვიტეს რომ დაიცვან თავიანთი ძველი ენა. მათ არ სურთ ენაში ახალი სიტყვების მიღება , ამიტომ ყველა საერთაშორისო სიტყვას - თავიანთ შესატყვის უძებნიან. ნორვეგიელებმა , შვედებმა და დანიელებმა კი პირიქით უამრავი სიტყვა მიიღეეს გერმანული, ინგლისური და ფრანგული ენებიდან. 


1 Comment:

Lord Vader said...

ნორვეგიელებს რომ კითხო - ეგეთი ერი არ არსებობს. მრავალი საუკუნის წინ, როდესაც ნორვეგიელები ისე გამრავლდნენ, რომ ნორვეგიაში ვერ ეტეოდნენ და ერთმანეთს დაერვინენ, ნაწილმა თავს უშველა და კინძულზე გაიქცა - ასე გაჩნდნენ ისლანდიელები. :)

მსგავსი ისტორია აქვთ ისე, ჩინელებს იაპონიაზე... ცოტა ნაკლებად სისხლიანი და მეტად პროზაული, მაგრამ - გავს.