დანიური ფუნთუშები ძალიან ცნობილი და პოპულარულია სკანდინავიაში, ამერიკასა და ევროპაში. იმასაც ამბობენ რომ ამერიკული დონატების ცხობა თავდაპირველად სწორედ დანიელებს დაუწყიათ.
დანიური ფუნთუშების უცვლელი ინგრედიენტებია: ფქვილი, კვერცხი, რძე და საფუარი ხოლო ფუნთუშების გული ამოვსებულია : კრემით, ხილით, შოკოლადითა და სხვადასხვა ჯემებით. ყველა მათგანს გააჩნია ორიგინალური ფორმა და ზომა.
ერთერთი დანიური ფუნთუშის
რეცეპტი:
მოსამზადებელი პერიოდი: 1 სთ 10 წთ.დამზადების დრო: 5 წთ.
ინგრედიენტები: 250გ ფქვილი, 100 მლ თბილი რძე, 10გ საფუარი, 25გ კარაქი, 1 გახეხილი ვაშლი, ნახევარი ლიმნის ცედრა, 1 კვერცხი, შაქრის პუდრა, ქიშმიში.
მომზადების წესი:
გახსენით საფუარი თბილ რძეში. დაუმატეთ ფქვილი, მარილი, კვერცხი, შაქარი, ლიმნის ცედრა, ვაშლი და ქიშმიში. მოზილეთ ცომი. დაახურეთ თავზე და დააყოვნეთ 1 საათი. გააკეთეთ ბურთულები ორი კოვზის საშუალებით და შეწვით. აცალეთ ცხიმს ჩამოწურვა. მოაყარეთ შაქრის პუდრა და გაიტანეთ სუფრაზე.
ეს კი დანიური ფუნთუშების 12 რეცეპტი

ხოლო თუ გაკეთება გეზარებათ საქართველოში დანიური ფუნთუშების შეძენა შეგიძლიათ:




7 Comments:
მინდა...
aset funtushebs ucxobda xolme freken boki bichunas?
mec minda
რა მადის აღმძვრელად ჩანან ;))
აჰა... არადა მიმტკიცებდნენ დანიელებს არაფერი აქვთ კუჭის საცხონებელი, არყის გარდაო :)
ნილიკი
ho albat swored masetebs :)))
Lord Vader
albat deserti gamorchat mxedvelobidan :))
ise ertxel daniuri funtushebis dges moacyobda kaci
ჰო, გამორჩათ ;)
მე სულ ერთი დღე ვიყავი დანიაში თან უკვე ჯიბეგამოფხეკილი ნორვეგიის მერე და დიდი გურმანობის ჰოვსილა არ მქონდა. :)
ra მადის აღმძრველია
Post a Comment