Wednesday, 1 December 2010

13 ისლანდიელი სანტაკლაუსი

ნელნელა ახალი წელი გვიახლოვდება და ალბათ ის დროა ბლოგზეც საახალწლო განწყობა შემოვიტანოთ. დღეს ისლადიელების საახალწლო ტრადიციებზე მოგიყვებით.

 ისლანდიას ახალი წლის დღესასწაულის ბევრი ძველი ტრადიცია აქვს შემონახული. მათ შორის განსაკუთრებულია 13  სანტაკლაუსის არსებობა. ორიგინალურ ენაზე მათ   "jólasveinar" ჰქვიათ და ყველა მათგანს განსხვავებული სახელი, ხასიათი და დანიშნულება აქვს.

დღესდღეობით მათი ფუნქციაა შობის დროს ქალაქში ჩამოსვლა და სხვადასხვა საჩუქრების ჩამოტანა. პირველი jólasveinn  შობამდე 13 დღით ადრე ჩამოდის მთიდან ბარად , ხოლო დანარჩენი მას მოჰყვება. შობის შემდეგ ისინი ასევე რიგრიგობით მიდიან, ანუ ისლანდიური შობა–ახალიწლის სეზონი 26 დღეს გრძელდება.
ისლანდიელი ბავშვები 12 დეკემბერს ფანჯარასთან ფეხსაცმელს კიდებენ და ელოდებიან როდის დაუტოვებს სანტა მათ საჩუქარს. თუმცაღა ყველა როდი საჩუქრდება, ზოგიერთ განსაკუთრებით ცუდი ყოფა–ქცევის ბავშვს ფეხსაცმელში კარტოფილი ხვდება, თანაც მოუხარშავი.
 შობა-ახალიწლისათვის ისლანდიელები მიირთმევენ თევზს (skate), რომელიც ზღვის ფსკერზე ბინადრობს -და რომელსაც ცხვრის ქონით და კარტოფილით ამზადებენ. ასევე ცხვრის ხორცს -სპეციალურ სოუსთან და ბოსტნეულთან ერთად. ტკბილეულიც რათქმაუნდა საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ხოლო სასმელად როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნებში- სილანდიაშიც გლოგს აკეთებენ (Jólaglögg)

ისლანდიისთვის შობა-ახალი წლის ზეიმი 6 იანვარს მთავრდება. ამ დღეს ისინი განსაკუთრებულად აღნიშნავენ : დიდი კოცონის ირგვლივ ისლანდიური ცეკვებით და სიმღერებით, მათ ზეიმს ისლანდიური ტრადიციის მიხედვით ელფები და ტროლებიც უერთდება.

Gleðileg jól


8 Comments:

nati kuda said...

miyvars axali weli, kargi iqneba 26 dge sul eagac rom gixaria da ragacas eli, nu kartofils ara :)
me 13-ves daxasiatebas velodi :p

ჩორვენი¹³ said...

რაააა მაგარიაა ♥

უბრალოდ said...

nati

ჰო მეც ვაპირებდი, მაგრამ ძალიან ბევრი იყო და არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნებოდა. ამიტომ მოკლე აღწერით დავკმაყოფილდი :)

Lord Vader said...

მეც მქონდა სკანდინავიურ სანტა-კლაუსზე პოსტი, ოღონდ ნორვეგიელ-დანიელზე.
საეღტოდ, სანტა სხვა არაფერია თუ არა ელფი - იულე ნისსე პატარ-პატარა მინარევებით.

უბრალოდ said...

Lord Vader
მერე სადაა ეგ პოსტი?

Lord Vader said...

სად იქნება? ჩემს ბლოგზე :)
მალე ისევ ამოვწევ.
ამ დეკემბერს ძველ საშობაო პოსტებს ვაცოცხლებ. ახლის დაწერის დრო არ მაქვს და ასე ბლოგიც ცოცხალია :)

Lord Vader said...

ჰია:
http://wp.me/pBTza-m6

უბრალოდ said...

Lord Vader

mshvenieri postia :*