Monday, 13 December 2010

Santa Lucia ანუ წმ.ლუსიის დღესასწაული


წმინდა ლუსიას დღეს 13 დეკემბერს აღნიშნავენ სკანდინავიის ქვეყნებში , მაგრამ განსაკუთრებული პომპეზურობით ეს დღესასწაული შვედეთში აღინიშნება. 
სახელი ლუსია - ნიშნავს სინათლეს, ლუსიას დღესასწაული კი სიმბოლურად სიბნელეზე სინათლის გამარჯვებას.

 შვედები ტრადიციულად ამ დღესასწაულისთვის ირჩევენ გოგონას, რომელსაც თავზე სანთლებისგან გაკეთებული გვირგვინი ადგას , თეთრი კაბა აცვია და წელზე წითელი სარტყელი აქვს შემოვლებული. ლუსიად არჩეული გოგონა - მომღერალთა გუნდს მიუძღვება წინ, რომლებსაც ხელში ანთებული სანთლები უჭირავთ. გუნდი ”სანტა ლუსიის”  და სხვა ტრადიციულ სიმღერებს ასრულებს. გუნდის შემადგენლობაში ბიჭებიც შედიან, რომლების სხვადასხვა გმირებს წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია - ვარსკვლავთბიჭუნა- რომელსაც თავზე ვარსკვლავის მსგავსი ქუდი ახურავს. ბიჭებს თავიანთი რეპერტუარი აქვთ-ლუსიას დღესასწაულზე. მაგალითად სიმღერა ”Staffan Stalledräng”- წმინდა სტეფან პირველმოწამის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც პიველი ადამიანი ვინც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა.

აი რას წერს ლუსიის ტრადიციებზე შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამებლოგე Toma 

”ლუსიის დღისათვის მზადდდება სპეციალური საკვები. რადგან ლუსია სინათლის დღესასწაულია ,ამიტომ სასურველია თუ ხალხი მოამზადებს ან იყიდის შაფრანის პურს, მზესავით ყვითელს (ან Lussebullar) ასევე მზადდება სუნელებიანი პეჩენიები შვედურად pepparkaka. ხალხი წვიმებით და ბრჭყვიალა ნივთებით მორთული გადის გარეთ, ულოცავს ერთმანეთს ამ დღესასწაულს. არიგებს ტკბილეულს და სვავს აუცილებელ სასმელ გლინტვეინს”. აქვე იხილეთ მისი რეცეპტი შაფრანიანი ლუსიკატები :)


რამდენჯერმე მეც მხვდა პატივი ლუსიის დღესასწაულში მიმეღო მონაწიელობა და მინდა გითრხათ ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო სანთლების შუქზე მელოდიური სიმღერების მღერა, ხოლო ამ პატარა ”მოვალეობის” შესრულების შემდეგ შვედური ტკბილეულის და გლოგის მირთმევა. ეს დღესასწაული მეც, ისევე როგორც შვედებს ახალი წლის მოახლოებაზე მიმანიშნებს.

ასევე იხილეთ ლიკას პოსტი Luciadagen, ანუ წმინდა ლუსიას დღე შვედეთში


0 Comments: