Midsummer-ის დღესასწაულს 19 დან 26 ივნისის პერიოდში (რომელიმე დღეს) სკანდინავიის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნავენ.
დანია
დღესასწაულს Sankt Hans aften ("St. John's Eve") -უწოდებენ და იგი ოფიციალურ დღესასწაულად 1770 წლიდან იქცა. ეს გახლდათ დღე, როდესაც შუასაუკუნეებში ექიმბაშები აგროვებდნენ მთელი წლისთვის სპეციალურ სამკურნალო ბალახებს . სანაპიროებზე ან ტბებთან და მდინარეებთან ახლოს ანთებენ კოცონს, მღერიან ტრადიციულ სიმღერებს და აწყობენ პიკნიკს. დანიური დღეობის დამახასიათებელი ნიშანია კოცონზე ჯადოქრის ჩუჩელის დაწვა. წელს Holger Drachmann დაწერა სიმღერა სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის ”ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა”, რომელსაც კოცონის ირგვლივ ყოველწლიურად ასრულებენ.![]()
ფინეთი
ქრისტიანობამდე ფინეთში დღესასწაულს Ukon juhla ერქვა, ხოლო ქრისტიანობის მიღების შემდეგ juhannus ეწოდა იოანე ბაბტისტის პატივსაცემად.1955 წლიდან დღესასწაულს აღნიშნავენ შაბათობით 20 დან 26 ივნისის პერიოდში. ფინურ დღესასწაულზეც უამრავი კოცონი ინთება მდინარეების და ტბების ნაპირას. ხის ორი ტოტისგან აკეთებენ შესასვლელ კარს სტუმრების მისაღებად. ფინელების უმეტესობა დღესასწაულს ქალაქგარეთ თავიანთ საზაფხულო კოტეჯებში აღნიშნავენ. ბევრი მათგანისთვის დღესასწაული დღე საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღიც არის.
დღესასწაულის კვირაში ეწყობა პატარ-პატარა მუსიკალური ფესტივალები. ფინური Midsummer-ზე განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ისმევა.
ნორვეგია
როგორც დანიაში, ასევე ნორვეგიაშიც Midssummer-ს , მეორენაირად Sankthansaften -ს 23 ივნისს აღნიშნავენ. ნორვეგიელებს დიდი კოცონების დანთების გარდა , სხვა ტრადიციაც შემორჩათ. როგორც ბავშვები ასევე დიდები აწყობენ ქორწინების ცერემონიალებს , რომელიც ახალი ნაყოფიერი და ბარაქიანი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ ითვლება. ასევე ამბობენ , რომ თუ გოგონა ბალიშის ქვეშ ყვავილებს დაიდებს დღესასწაულის ღამეს მას თავისი მომავალი ქმარი დაესიზმრება.
შვედეთი
შვედეთში Midsummer's Eve და Midsummer's Day 19 დან 26 ივნისის პერიოდში პარასკევსა და შაბათს აღნიშნავენ. შვედეთისთვის ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ალბათ ყველაზე გრანდიოზულადაც აღნიშნავენ. თავდაპირველად Midsummer აქაც წარმართული ზღაპრული დღესასწაული იყო, რომელიც შემდგომში გაქრისტიანდა და ეკლესიის მიერ წმ. იოანეს დღედ მოინათლა. თუმცაღა შვედეთში მას ფინეთისა და ნორვეგიისგან განსხვავებით თავისი ორიგინალური სახელწოდება აქვს შენარჩუნებული.
მთავარი დღეობა პარასკევს საღამოს იმართება, ტრადიციული ცეკვების და სიმღერების თანხლებით ხის ტოტებისგან, ყვავილებისგან და ფოთლებისგან გაკეთებული ჯვრის ირგვლივ .ჯვრის აღმართვა და მის ირგვლივ ტრადიციულ სამოსში და თავზე მინდვრის ყვავილების გვირგვინებით ცეკვა შვედური midsummer-ის დამახასიათებელი თვისებაა. სუფრაზე ახალი კარტოფილი, ქაშაყი, მწვანე ხახვი და ახლად დაკრეფილი მარწყვები - დევს. რაღათქმაუნდა ალკოჰოლური სასმელიც დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.
Midsummer მიჩნეული იყო ყველაზე საუკეთესო დროდ ჯადოსნური რიტუალების ჩასატარებლად და მომავლის დასანახად. ტრადიციულად ახალგაზრდები ბალიშის ქვეშ იდებენ 7 ან 9 განსხვავებული ყვავილებისგან დამზადებულ ბუკეტს იმ იმედით რომ საბედო დაესიზმრებათ. დღესაც შემორჩენილია მწვანე ფოთლეულობით სახლის კარის მორთვა, რაც ჯანმრთელობის და სიუხვის მომტანად ითვლება. ამ ტრადიციას att maja (მაისს) უწოდებენ.
ვიმედოვნებ მომავალ წელს საკუთარი ძალებით მაინც აღვნიშნავ საქართველოში ამ მშვენიერ დღესასწაულს.





