გარდაცვლილია 91 და დაშავებულია ასობით ადამიანი– ოსლოში მომხდარი გუშინდელი ტერაქტების შედეგად.
პირველი აფეთქება მთავრობის სახლთან მოხდა და თავდასხმა პრემიერ მინისტრ იენს სტოლტენბერგზე განხორციელდა. აფეთქებისას იგი ოფისში არ იმყოფებოდა.
პოლიციიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მთავრობის სახლთან ახლოს მდგარ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.
აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 7 და დაშავდა ასობით ადამიანი. დაზიანდა რამდენიმე შენობა , მათ შორის –ნორვეგიის ერთერთი დიდი გაზეთის VG-ს.
თვითმხილველების ინფორმაციით ცეცხლის გახსნის შემდეგ– ზოგმა ტყეს შეაფარა თავი, ზოგმაც წყალში ჩახტომით სცადა გაქცევა, მაგრამ –პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა არც ისინი არ დაინდო.
ორივე ტერაქტში ეჭვმიტანილი –ვინმე Anders Behring Breivik გუშინ ღამევე დააკავეს. ეს გახლავთ მისი Facebook-ის გვერდის PDF ვერსია. ამ გვერდის მიხედვით იგი ქრისტიანი და პოლიტიკურად –კონსერვატიორი. 17 ივლისის ტვიტერის მესიჯად უწერია: "One person with a belief is equal to the force of 100 000 who have only interests." მედიის ცნობით მას კავშირი ჰქონდა მემარჯვენე ექსტრემისტებთან , თუმცა ჯერჯერობით ტერაქტების მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
![]() |
| Anders Behring Breivik |
რაც შემეხება მე: შუადღეზე საყიდლებზე გასვლა გადავწყვიტე. სწორედ იმ ადგილებში გასვლას ვგეგმავდი , სადაც აფეთქება მოხდა, მაგრამ რადგანაც წვიმდა – ჯერ დახურული შოფინგ მოლისკენ გავსწიე. ზუსტად მეტროდან ამოვედი , როცა აფეთქების ხმა გავიგე, მაგრამ რადგან წვიმდა და მოღრუბლული იყო , რატომღაც ჭექა–ქუხილი მეგონა. ცოტახანში ყველა მაღაზია დაიკეტა და გარეთ გამოვედი. გარეთ არეულობა იყო , შეშინებულ სახეებს ვხედავდი. მთავარი ქუჩა პოლიციას გადაეკეტა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდა. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში რომ დავბრუნდი– მაშინღა გავარკვიე რაც მოხდა. აქ ჩემს გარდა კიდევ 12 ქართველია და 550 მდე უცხოელი სტუდენტი. ჩემი ინფორმაციით არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა ტერაქტების დროს.
რათქმმაუნდა ყველასათვს თავზარდამცემი ამბავი მოხდა და უმრავლესობა პანიკაში ჩავარდა. საზაფხულო სკოლის რექტორმა შეგვკრიბა და ყველა სიმშვიდისკენ მოგვიწოდა.
ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ტრაგედია და ის ფაქტიც, რომ ამ ყველაფერს აქ შევესწარი.









2 Comments:
მართლაც საშინელებაა, გავგიჟდი 1 ადამიანმა ამდენი ხალხი როგორ დახოცა :((
სამერსკული ალბათ, დროებით დაიხურა.
sashineleba!
Post a Comment